უკვე შეძენილი აბონემენტის გაუქმების ან თანხის დაბრუნების საკითხზე მიმართეთ Fit Lab-ის ადმინისტრაციას პირადად, ტელეფონით ან ელფოსტით.
რა ინფორმაციაა საჭირო
მიუთითეთ აბონემენტის დასახელება, შეძენის თარიღი და საკითხი, რომლის გადამოწმებაც გსურთ. თუ გაქვთ ქვითარი, მისი ნომერი დაგვეხმარება გადახდის მოძებნაში. ბარათის სრული ნომრის გამოგზავნა საჭირო არ არის.
გამოყენებული და დარჩენილი ვიზიტები
კლუბში შეძენილი აბონემენტის საკითხის განხილვისას ადმინისტრაცია გადაამოწმებს პაკეტის პირობებს, ვადას და გამოყენებულ ვიზიტებს. ონლაინ გაყიდვების დაწყებამდე საიტზე გამოქვეყნდება გაუქმების პირობები, თანხის დაბრუნების ვადები და ნაწილობრივ გამოყენებული აბონემენტის განხილვის წესი.
პირველი ვიზიტის გაუქმება
თუ ფორმა შეავსეთ და ვიზიტი გადაიფიქრეთ, შეატყობინეთ კლუბს. განაცხადის გაგზავნისას თანხა არ ჩამოიჭრება.